logo

ქართულ-შვედური ინსტიტუტი
Georgian-Swedish Institute

bild

მთავარი გვერდი
ინსტიტუტის შესახებ
About us

თანამშრომლები კურსები
Courses
ღონისძიებები
სიახლეები


ქართული ენის სწავლება

ქართულ-შვედური ინსტიტუტი იწყებს ქართული ენის სწავლებას საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისათვის. ცნობილია, რომ ბოლო წლების მოვლენებმა დიდი მიგრაციული ნაკადი გამოიწვია საქართველოდან ყველა ქვეყანაში - ევროპა, ამერიკა, კანადა, რუსეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია და სხვა.  ჩვენი მიზანია მიგრანტთა მეორე თაობას შევუნარჩუნოოთ მშობლიური ენა და ამისათვის ავირჩიეთ სწავლების ის  ფორმა, რომელიც ყველაზე მეტად ხელმისაწვდომია მთელ მსოფლიოში გაფანტული და მეტად დაკავებული ქართველებისათვის - ეს არის ონლაინ-სწავლება ანუ დისტანციური სწავლება.
  ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!  ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ რათა თქვენ არ დაკარგოთ ის საუნჯე, რომელიც ჩვენ დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა, ეს არის ქართული ენა - სამი საუნჯე დაგვიტოვეს მათ: ენა, მამული, სარწმუნოება.
მოგვწერეთ, დაგვიკავშირდით. სამწუხაროდ, დასაწყისისათვის ჩვენი კონტინგენტი შეზღუდული იქნება, მაგრამ შემდგომისათვის შევეცდებით გავწვდეთ ყველა მსურველს.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის თხოვნაა შეავსოთ ანკეტა და გადმოგვიგზავნოთ:


geoswedinstitute.geo@gmail.com

  • საკონტაქტო ანკეტა

  • Should be Empty: